воскресенье, 7 мая 2017 г.

                                                               ტრენინგის მე-9 დღე

განვიხილეთ მე-8 მოდულის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. ასევე პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები. ვისწავლე ფაილების ატვირთვა.შეჯამდა ნასწავლი მასალა.
განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები
მოდული 1  პროექტებით სწავლება: პორტფოლიოს გაცნობა
·         სტატიის მომზადება და მისი გამოცემა;
·         21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
·         საპროექტო იდეები
მოდული 2.  ჩემი პროექტის დაგეგმვა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება: სტანდარტების შემუშავება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა ასევე საჭიროებების მიხედვით.
მოდული 3. კავშირები ინტერნეტის გამოყენება სწავლა სწავლების პროცესში: უკუკავშირის მიღება, იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების გამოყენება, ინტერნეტ რესურსების გამოყენების დანერგვა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შედგენა.  პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით: მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით. მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება.
მოდული 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება: უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე, პროექტის გეგმის განახლება, შეფასების ფორმების შედგენა.
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის: დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა. მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა.
მოდული 7.  ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით: კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად. დამხმარე მასალების შექმნა. საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით.
მოდული 8.  პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. შესწავლილის გაზიარება. ნამუშევრის მომზადება და წარდგენა, ინტელის ძირითადი კურსის შეფასება.

ტრენინგის მე-9 დღეს შეჯამდა ნასწავლი მასალა. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაცია. დაისვა შეკითხვები, გავაანალიზეთ. საინტერესო იყო სხვადასხვა თემებზე პროექტების განხილვა, მათი  საფუძვლები და მიზნები, შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასების სტრატეგიები, დიფერენცირებული სწავლება, პროექტისთვის საჭირო რესურსები და სხვა.

 მომზადებული მასალა ავტვირთე გუგლ დრაივში. შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, განვახორციელებ დაგეგმილ პროექტს და მოვახდენ უკუკავშირს კოლეგებთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий

    ნინო ჯანელიძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული: